news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, საელჩოს კულტურის ატაშესათან ერთად ეწვია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, საელჩოს კულტურის ატაშესათან ერთად ეწვია.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა ინდირა ძაგანიამ უმასპინძლეს. მათ სტუმრებს დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის განახლებული ინფრასტრუქტურა და ბიბლიოთეკაში მოწყობილი ყაზახეთის კუთხე.

რექტორმა ელჩს გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები, ისაუბრეს ,,საუნივერსიტეტო დიპლომატიის’’ მნიშვნელობასა და როლზე. ელჩმა ისაუბრა ყაზახეთის განათლების სისტემაზე და ამ კუთხით ყაზახეთში მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრის დროს გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის და საერთო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

ელჩმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სამახსოვრო წიგნები გადასცა და უნივერსიტეტში ვიზიტი საჯარო ლექციით დაასრულა, რომელსაც სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

Photo gallery