სიახლეები

სსუ-ში მომავალ სადოქტორო დისერტაციათა დაცვების კალენდარი

2021 წლის ივლის-აგვისტოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ ფაკულტეტზე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის; ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა) მოქმედ სადისერტაციო საბჭოებზე დაგეგმილია სადოქტორო (PhD) დისერტაციების დაცვა.

დამატებითი ინფორმაციები იხილეთ ქვემოთ მოცემული შესაბამისი სადოქტორო დაცვის ბმულზე:

 

2021 წლის 27 ივლისს, 15 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ინფორმატიკის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგება სადოქტორო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერებები“ დოქტორანტ ნუგზარ მეშველიანის სადისერტაციო ნაშრომის „ნივთების ინტერნეტის (IoT) უსაფრთხოების ანალიზი ნეირონული ქსელების აპლიკაციების გამოყენებით“ დაცვა.

 

2021 წლის 30 ივლისს, 14 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგება დოქტორანტ გრიგორი გურბანოვის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ინოვაციური კომპანიების დაფინანსების სისტემის განვითარება საქართველოს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში“.

 

2021 წლის 30 ივლისს, 16 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ვიკა ქარდავა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ინგლისური რემინისცენციები კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში“.

 

2021 წლის 3 აგვისტოს, 16 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ეკატერინე ფანგანი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ოთარ ჭილაძის რომანის კონცეპტები“.

 

2021 წლის 6 აგვისტოს, 13 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის მიკრობიოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ირინა ხატიაშვილი ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნიადაგში აქტინომიცეტ-ანტაგონისტების გავრცელების თავისებურებანი“.

 

2021 წლის 6 აგვისტოს, 16 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი თამარ ვეფხვაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ბიბლიურ-ქრისტიანული პარადიგმები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“.

ფოტო გალერეა