news

სსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების შესახებ

1.                  გამოცხადდეს მიღება ქვემოთ ჩამოთვლილ სა­მაგისტრო პროგრამებზე:

 

ბიზნესისა  და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

მიმართულება

მისაღები  კონტინგენტი

წლიური გადასახადი (ლარში)

სასპეციალიზაციო საგანი

ბიზნესის ადმინისტრირება (B  ტესტი)        

აკრედიტირებულია       22.0.2020-მდე    

ბიზნესი და ეკონომიკა

17

2250

·        ეკონომკის პრნციპები;

·        ინგლისური ენა (B -2 დონის ტესტი)   

პოლიტიკის მეცნიერებები (A  ტესტი)

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე                                                                        

სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)

4

2250

პოლიტიკის მეცნიერებები

საერთაშორისო ურთიერთობები (A  ტესტი)   

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე                                                                      

სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)

5

2250

საერთაშორისო ურთიერთობები

სოციოლოგია  (A  ტესტი)  

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე                                                                                                                                     

სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)

7

2250

სოციოლოგია

სოციალური ფსიქოლოგია    (A  ტესტი)                     

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე                                                                                                                                                                 

სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)

3

2250

ფსიქოლოგია

 

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე:

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

მიმართულება

მისაღები  კონტინგენტი

წლიური გადასახადი (ლარში)

სასპეციალიზაციო საგანი

განათლების ფსიქოლოგია (A  ტესტი)

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე        

სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა)

3

2250

განათლების ფსიქოლოგია

განათლების მეცნიერებები

მოდულები:

ü  ისტორიის სწავლების მეთოდიკა;

ü   მათემატიკის სწავლების მეთოდიკა;

ü  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა;

ü  ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე            

განათლება

5

2250

მოდულის შესაბამისი საგანი

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,  მათემატიკის, ტექნოლოგიებისა

და ფარმაციის ფაკულტეტზე:

გამოყენებითი მათემატიკა  (B ტესტი)  

აკრედიტირებულია       11.04.2026-მდე        

მათემატიკა და ფიზიკა

5

2250

გამოყენებითი მათემატიკა

გამოყენებითი სტატისტიკa (B  ტესტი)   

აკრედიტირებულია       18.04.2020-მდე             

მათემატიკა და ფიზიკა

7

2250

ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა

კომპიუტერებისა და ქსელების პროგრამული უზრუნველყოფა (B  ტესტი)

აკრედიტირებულია       22.07.2020-მდე                                                      

ინფორმაციული ტექნოლოგიები

 

10

2250

პროგრამირება

მიკრობიოლოგია (A  ტესტი)  

 

აკრედიტირებულია       22.07.2020-მდე            

საბუნებისმეტყველო მეცნ-ნი (გარდა ფიზიკისა)

5

2250

·        ბიოლოგია;

·        უცხო ენა (ინგლისური, გერმანული,  ფრანგული, B -2 დონის ტესტი)    

კონდენსირებული გარემოს  ფიზიკა (B  ტესტი)         

აკრედიტირებულია       22.07.2020-მდე                                                                                                                                                                                                                        

საბუნებისმეტყველო მეცნ-ნი

5

2250

ფიზიკა

კონსტრუქციული (გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა (A    ტესტი)   

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე                                                                      

საბუნებისმეტყველო მეცნ-ნი (გარდა ფიზიკისა)

5

2250

გეოგრაფია

ქიმიური ექსპერტიზა (A  ტესტი)  

აკრედიტირებულია       30.04.2020-მდე                                                                

საბუნებისმეტყველო მეცნ-ნი (გარდა ფიზიკისა)

6

2250

ქიმია

 

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე:

სამართალი  (C  ტესტი)   

 

აკრედიტირებულია       27.06.2026-მდე                                                                                                                         

სამართალი

44

2250

·        სამართალი;

·        უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, B -2 დონის ტესტი)    

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

მიმართულება

მისაღები  კონტინგენტი

წლიური გადასახადი (ლარში)

სასპეციალიზაციო საგანი

ისტორია    -      (A  ტესტი)                  

 მოდულები:

ü  საქართველოს ისტორია;

ü  მსოფლიოს ისტორია

აკრედიტირებულია       11.04.2026-მდე            

ჰუმანიტარული

4

2250

ისტორია

არქეოლოგია - (A  ტესტი)

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე              

ჰუმანიტარული

5

2250

არქეოლოგია

ქართული ფილოლოგია  (A  ტესტი)                                                                       

მოდულები:

ü  ქართველური ენათმეცნიერება;

ü  ქართული ლიტერატურათმცოდნეობა

აკრედიტირებულია       28.05.2026-მდე          

ჰუმანიტარული

4

2250

ქართული ენა და ქართული ლიტერატურა

კულტურათაშორისი კომუნიკაციები (A ტესტი)    

აკრედიტირებულია       11.04.2026-მდე                                                                                                                          

ჰუმანიტარული

7

2250

კულტურათაშორისი კომუნიკაციები

ევროპული ენები და ლიტერატურა

(A  ტესტი)  

მოდულები:

ü  ინგლისური ფილოლოგია

ü  გერმანული ფილოლოგია

ü  ფრანგული ფილოლოგია

ü  სლავური ფილოლოგია

ავტორიზებულია   08.12.2024-მდე      

ჰუმანიტარული

6

2250

შესაბამისი უცხო ენა (B -2 დონის ტესტი)

 

 

2.    მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება სსუ რექტორის სახელზე (იხ. დანართი 2);
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დი­­­ლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (სსუ-ს კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2019 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე დიპლომის გაცემის ბრძანების მითითებით);

·        გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკციო ბარათი;

·        პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

  • ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
  • სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);

·        იძულებით გადაადგილებულ პირთა, სოციალურად დაუცველ პირთა მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის ქონის შემთხვევაში).

 

3.     2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღების ვადებად განისაზღვროს:

·        საბუთების მიღება - 18-20 სექტემბერი10.00 სა­­­თიდან 17.00 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №204;

·        გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 23 სექტემბერი, 12.00 სა­­­თი, სსუ-ს საგამოცდო ცენტრი; მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 26;

·        გამოცდის შედეგები გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 23 სექტემბერს არაუგვიანეს 19.00 საათისა;

·        გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 24 სექტემბერს 14.00 საათამდე;

·        სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა - 24 სექტემბერს 15.00-17.00 საათი,  მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №204;

·        აპელაციის შედეგების გამოცხადება - 24 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 19.00 საათისა;

·        გამოცდა სპეციალობაში - 25 სექტემბერს 10.00 საათზე (სსუ-ს საგამოცდო ცენტრი; მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 26);

·        სპეციალობის გამოცდის შედეგები  - 25 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 19.00 საათისა;

·        გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 26  სექტემბერის 14.00 საათამდე;

·        სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა - 26 სექტემბერს 15.00-17.00 საათი, მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №204;

·        აპელაციის შედეგების გამოცხადება - 26 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 18.00 საათისა.

4.    სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების წინაპირობები:

·        სამაგისტრო პროგრამა შედგება მინიმუმ ხუთი კონკურსანტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის  შემთხვევაში;

·        სამაგისტრო პროგრამის მოდული შედგება თითოეულ მოდულზე მინიმუმ ორი კონკურსანტის მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის  შემთხვევაში.

·        კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 26 სექტემბერი-2ოქტომბერი, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ გადახდას. თანხის გადახდა შესაძლებელია  ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის განყოფილებაში (მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №204);

5.      მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2019 წლის 3 ოქტომბრისა.

 

 

 

Photo gallery