სიახლეები

სსუ სწავლების ჰიბრიდულ ფორმატზე გადადის

სსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება  № 05/01-07-ს მიხედვით, 2021 წლის 18 ოქტომბრიდან უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება შემდეგ აკადემიურ ჯგუფებში:

 

სამართლისა  და დიპლომატიის ფაკულტეტი:

·         სამართლის სამაგისტრო პროგრამა – საჯარო სამართლის მოდული, I კურსი;

·         დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის  სამაგისტრო პროგრამა კურსი – I კურსი;

·         სამართლის სამაგისტრო პროგრამა – II კურსი (პრაქტიკული კომპონენტი განხორციელდება  იურიდიული კლინიკის  ბაზაზე – პრაქტიკული სამართლის  სწავლება, ჯგუფები  დაიყოფა 10-10 სტუდენტად);

·         სამართლის სამაგისტრო პროგრამა – II კურსი (პრაქტიკული კომპონენტი, საადვოკატო კლინიკა სისხლის სამართალში განხორციელდება ადვოკატის ოფისში).                

 

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

·       ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის I კურსი;

·       ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის I კურსი;

·       საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის I კურსი;

·       პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის I  კურსი;

·       სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის I კურსი;

·       ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის I კურსი.

 

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:

·         განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  IV კურსი, I ჯგუფი.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

·         სლავური ფილოლოგია – II კურსი /major/;

·         თურქოლოგია – II კურსი /major/;

·         გერმანული ფილოლოგია – II კურსი /major/;

·         აფხაზური ფილოლოგია – II კურსი /major/

·         ქართულ ენაში მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა („ა“ და „ბ“ ჯგუფები).

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი:

·         საწარმოო/საველე პრაქტიკით გათვალისწინებული კომპონენტები (18 ოქტომბრიდან);

·         ლაბორატორიული მეცადინეობები ფარმაციისა და ქიმიის საბაკალავრო პროგრამებზე (18 ოქტომბრიდან);

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე (18 ოქტომბრიდან):

·         ბიოლოგია – I კურსი

·         ბიოლოგია – II კურსი

·         ფარმაცია – I კურსი

·         ქიმია – II კურსი

·         კომპიუტერული ტექნოლოგიები – IV კურსი

·         მათემატიკა – I კურსი

·         ფიზიკა – I კურსი

·         ფიზიკა – II კურსი

·         ფიზიკა – IV კურსი

·         ბიოსამედიცინო ინჟინერია – II კურსი

·         ბიოსამედიცინო ინჟინერია – III კურსი

·         ბიოსამედიცინო ინჟინერია – IV კურსი

 

·         ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების (გარდა IV კურსისა) საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული ლაბორატორიული მეცადინეობები განხრციელდება საუნივერსიტეტო სივრცეში 15 ნოემბრიდან;

 

დასახელებული აკადემიური ჯგუფების გარდა, ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესი წარიმარება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა.

 

სწავლების დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას, აკადემიური პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

·         სრულად ვაქცინირებულია;

·         უზრუნველყოფს უარყოფითი PSR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;

·         ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 2 კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.

 

ფოტო გალერეა