სიახლეები

სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების II მუხლის I პუნქტის, III პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2021 წლის 6 იანვრის  №1.1 /141 ბრძანების საფუძველზე (MES 2 20 0001.1/141), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  № 668 დადგენილების საფუძველზე ცხადდება მობილობა.

·       სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა  განაცხადებების მიღება განხორციელდება 2021 წლის 25 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე 10-დან 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტებზე (მისამართები იხ. sou.edu.ge -ზე);

·       სტუდენტების აღდგენის/შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არა უგვიანეს 1 მარტისა;

·       აღდგენა/შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს დისტანციურად ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით;

·       ფაკულტეტის დეკანებმა უზრუნველყო მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ და წარმოადგინონ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში  23 თებერვლის ჩათვლით.

 

 

ფოტო გალერეა