news

სტუდენტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - ჟამთააღმწერელი VII - 2022

2022 წლია 22 ივნისს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მეშვიდედ ჩატარდა სტუდენტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - ჟამთააღმწერელი VII – 2022. კონფერენცია გახსნა სოხუმის სა­ხე­ლ­მ­წიფო უნივერსიტეტის სა­მე­ც­ნი­ერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა რექტორი  პროფ. ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სტუდენტური კონფერენციების მნიშვნელობას და როლს ახალგაზრდა თაობის მეცნიერული კვლევა-ძიებით დაინტერესების, ქვეყნის მომავლისა და საზოგადოების განვითარებისთვის. სტუდენტებს წარმატებული სამუშაო დღე უსურვეს სსუ ადმინის­ტ­რა­ციის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ ნინო თოფურიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. რომეო გალდავამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა, მუდმივმა პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა,  ასოცირებულმა პროფესორებმა იზოლდა ბუხულეიშვილმა, თეიმურაზ ორმოცაძემ, ლევან ჯინჯიხაძემ, კახაბერ ფიფიამ, ბროლისა წულაიამ,  ია ჯიჭონაიამ და სხვებმა.

კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპა­ტ­რი­ა­რქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტის სტუდენტები. მუშაობდა 4 სექცია: ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, მულ­ტი­კუ­ლტურული და ინტერკულტურული განათლება, განათლების მეცნიერებანი, სწავ­ლე­ბის მეთოდები. სულ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 46 სტუდენტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა პროგრამებიდან.  მრავალფეროვანი იყო წაკითხული მოხსე­ნე­ბე­ბისა  და პრეზენტაციების სპექტრი, რომელსაც ფართო დისკუსია, მსჯე­ლო­ბა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ახლდა. კონფერენციის შეჯამებისას აღინიშნა სტუდენტთა მისწრაფება და  მაღალი მოტივაცია სამეცნიერო-კვლევა-ძიებისა და სიახლეების გაცნობისადმი. 

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტიგანათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიმულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრი.

 კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ.

Photo gallery