news

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 30 ივნისის №05/01-704 და №05/01-705 დადგენილებების თანახმად:

 

·      გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი/დამატებითი გამოცდები (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით, ონლაინ პლატფორმა „Zoom“-ის, „Google drive“-ის ან „Google forms“- ის გამოყენებით;

·      დასკვნითი გამოცდის ფორმატი განისაზღვრება სასწავლო კურსის ხელმძღვანელის მიერ   წერითი, ზეპირი ან კომბინირებული სახით;

·      დასკვნითი/დამატებითი  გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 12–24 ივლისს, ხოლო დამატებითი გამოცდები  2021 წლის 2–7 აგვისტოს.

 

·      სტუდენტი უფლებამოსილია გამოცდის შედეგის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე Stud lab-ში გამოქვეყნებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში მოითხოვოს ნაშრომის გაცნობა, გაასაჩივროს გამოცდის შედეგი წერილობით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

·      იმ სტუდენტებისათვის, რომელთათვის დასკვნითი გამოცდის ჩაბარების დისტანციური ფორმა ხელმისაწვდომი არ არის, უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს გამოცდების ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში, აღნიშნული დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში, მათთვის შედგენილი საგამოცდო ცხრილის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია განცხადებით მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს არაუგვიანეს 2020 წლის 2 ივლისისა.

 

·      ონლაინ სწავლების პროცესთან დაკავშირებით პრობლემების მქონე და შეფასებების არ მქონე (როგორც შუალედურ გამოცდებთან, ასევე საბაკალავრო ნაშრომებთან მიმართებაში) სტუდენტებისათვის, შუალედური გამოცდებისა და საბაკალავრო ნაშრომების შუალედური შეფასებების აღდგენის ვადად განისაზღვროს სააუდიტორიო მეცადინეობების ბოლო კვირა – 2021 წლის 30 ივნისი - 3 ივლისი;

·      აღნიშნული პროცესი წარიმართოს როგორც ონლაინ პლატფორმების („Zoom“-ი, „Google drive“-ი, „Google forms“-ი) გამოყენებით, ასევე, წინასწარი განაცხადის საფუძველზე, საუნივერსიტეტო სივრცეში, სსუ-ს საგამოცდო ცენტრში.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ზემოთ მითითებულ დადგენილებებში.

გისურვებთ წარმატებებს!

Photo gallery