მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ტარდება სსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.
სსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 15 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.
მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მე-3 სართულის 308 ოთახი.
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 – 16:00 სთ.
რეგისტრაციისათვის საჭიროა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტიდან;
3. კანდიდატობის მსურველთა მხარდამჭერთა სია.
გისურვებთ წარმატებას!