სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატთა რეგისტრაცია

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ტარდება სსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.

სსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 15 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მე-3 სართულის 308 ოთახი.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  11:00 – 16:00 სთ.

რეგისტრაციისათვის საჭიროა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.     პირადობის მოწმობის ასლი;

2.     სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტიდან;

3.     კანდიდატობის მსურველთა მხარდამჭერთა სია.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო გალერეა