news

სტუდენტური ესეების კონკურსი

საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მასშტაბით აწყობს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუ­ბ­ლი­კის დამფუძნებელი კრება - 100“.  ესეების კონკურსის საუნივერსიტეტო ეტაპს აცხადებს სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტიც.

საკონკურსო ესე უნდა შეეხებოდეს საქართველოს დამფუძნებელ კრებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს: არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, ქალი დეპუტატები, ეთნიკური უმცირესობები, კრების მიერ მიღებული კანონები, კონსტიტუცია და სხვა.

 ვთხოვთ სსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებს დაინტერესების შემთხვევაში  ესეები გად­მო­გზავნონ არა უგვიანეს 2019 წლის 26 თებერვლისა შემდეგ მისამართზე: education@sou.edu.ge.  საუნივერსიტეტო ეტაპის ორი გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის  28 თებერვალს და შერჩეული ნაშრომები იმავე დღეს გადაეგზავნება  დამფუ­ძ­ნე­ბე­ლი კრების 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებასთან დაკა­ვ­ში­რე­ბით შექმნილ კომისიას.  

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Photo gallery