სიახლეები

სტუდენტური ესეების კონკურსის შედეგები

დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურის შედეგები სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტებში  ღონისძიებათა ციკლი დაიგეგმა, მათ შორის ჩატარდა სტუდენტური ესეების კონკურსი.  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეების კონკურსი  1 – 26 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა. საკონკურსო ესეებში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოს დამფუძნებელ კრებასა და მასთან დაკავშირებული საკითხები: არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, ქალი დეპუტატები, ეთნიკური უმცირესობები, კრების მიერ მიღებული კანონები, კონსტიტუცია და სხვა.

2019 წლის 26 თებერვლს დასრულდა ესეების გამოგზავნის ვადა, ხოლო  27 და  28 თებერვალს სპეციალურმა კომისიამ განიხილა და იმსჯელა კონკურსზე  წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობდნენ ისტორიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე განათლების მიმართულების საბაკალავრო  და  სამაგისტრო  პროგრამების სტუ­დე­­ტები. სულ წარმოდგენილი იყო  9 ესსე, პირველი ეტაპი კრიტერიუმების მიხე­­ვით დაძლიეს  შემდეგმა ნაშრომებმა:  

-        დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუცია, პოლიტიკური მოწყობა და პარტიული სისტემა - გიორგი აფხაზავა, ისტორიის სამსგისტრო პროგრამის სტუდენტი;

-        საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საპარლამენტო არ­ჩ­­ნები და დეპუტატი ქალები - გიორგი ნეფარიძე, საქართველოს ისტორიის სადოქტორო პრო­გ­რა­მის სტუდენტი;

-         არზაყან ემხვარი - ქედუხრელი რაინდი აფხაზეთიდან  - იოსებ შენგელია,  სა­ქა­რ­თ­ველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი;

-        ხუთი ქალი - ქვეყნის ბედის გამგებელი - ანი ქსოვრელი,  ისტორიის საბაკალავრო პრო­გ­რა­­მის სტუდენტი;

-        კულტურის თემა დამფუძნებელ კრებაში - მირანდა მოლაშხია, ეკატერინე ამაღ­ლო­ბელი, ისტორიის საბაკალავრო პროგ­რა­მის სტუდენტები;

 კონკურსის პირველი ეტაპის ხუთივე მონაწილე გამარჯვებული დაჯილდოვდება უნი­ვე­რსიტეტის სპეციალური სიგელით და მიეცათ რეკომენდაცია წარმოდგენილი თემების პრეზენტაცია განახორციელონ ივნისში დამფუძნებელი კრების 100 წლი­ს­თა­ვისადმი მიძღვნილ სტუდენტთა ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე. აღნიშნულ  ხუთ  ესსეს შორის, საპარლამენტო კომისიის დადგენილების მი­ხე­დ­ვით, რეკომენდაცია უნდა გაეწიოს ორ საუკეთესო თემას, რომლებიც კონკურსში მონაწილეობას მომდევნო ეტაპზე გააგრძელებენ.

ვულოცავთ პირველი ეტაპის გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად. 

ფოტო გალერეა