სიახლეები

„განათლების თანამედროვე პარადიგმები“ ჯემალ ჯინჯიხაძის  80 წლის იუბილეს მიეძღვნა

            სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ინტერდის­ციპ­ლი­ნარული სამეცნიერო - პრაქტიკული  კონფერენცია „განათლების თანამედროვე პარადიგმები“ გაი­მა­რ­თა, რომელიც  ცნობილი ქართველი მეცნიერის პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძის დაბა­დებ­იდან  80 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენცია 2020 წლის 25 ივლისს, ონლაინ რეჟიმში Zoom პლა­­ფორმაზე ჩატარდა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პრო­ფე­სო­რმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. რექტორმა, მისა­სა­ლ­მებელ სიტყვაში, მხცოვან მეცნიერს  იუბილე მიულოცა და შემო­ქ­მე­დე­ბითი წარმატებები უსურვა. მსოფლიო პანდემიის პირობებში აკადემიური პერსონალის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა გნსაკუთრებით  მნიშვნე­ლო­ვა­ნია და მივესალმები სოხუმის სახელმწიფო  უნი­ვე­რსიტეტის ჩართულობის გაფართოებას ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში - აღნიშნა რექტორმა.

            პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძეს 80 წლის იუბილე მიულოცეს და სამეცნიერო-პრაქ­ტი­კული კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნინო თოფურიძემ, სამეც­ნი­ე­რო კვლევებისა და განვითარების დეპარ­ტა­მენტის  უფროსმა ლია ახალაძემ, ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარმა რედაქტორმა ნატალია ინგოროყვამ,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარ­მა­ციის ფაკულტეტის დეკანმა ნესტან კეკელიამ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დე­კა­ნმა თამარ შინჯიაშვილმა. ჯემალ ჯინჯიხაძის შემოქმედებაზე ისაუბრეს: თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო ნახუცრიშვილმა, ლია ახალაძემ, თამარ შინჯიაშვილმა და სხვებმა. ლევან ჯინ­ჯი­ხაძემ მადლობა გადაუხადა კო­ნ­ფე­რე­ნციის ორგანიზატორებს და მომხსენებელებს წარმატებები უსურვა. ამაღელვებელი იყო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა, ახლა უკვე სკოლის მასწავლებლების  ანი კა­პა­ნა­ძისა და  ნინო გვარაძისა და მისალმება მშობლიური უნივერსიტეტისა და პედაგოგებისადმი.

            კონფერენციის თემატიკა გა­ნა­თლების მიმართულების თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა:  მასწავლებელთა განათლება, ინკლუზიური განათლება, განათლების პოლიტიკა, სასკოლო განათლება, ადრეული განათლება,  დისტანციური სწავლება, სწავლა­/ს­წა­ვ­ლე­ბის მეთოდიკა, შეფასების მეთოდები და ა. შ.   წარმოდგენილი  მოხსენებები ოთხ სექციაში გადანაწილდა პლე­ნა­რული სექცია თანამედროვე საგან­მა­ნათ­ლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს დაეთმო: მედიაწიგნიერება დისტანციური სწავლების დიზაინში, საქართველოს კულ­ტუ­რუ­ლი მრავალფეროვნების სწავლების ინტერ­დი­სციპლინარული მოდელი, სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო პრაქტიკის კონცეფცია, მუზეუმისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა სასწავლო პრაქ­ტი­კის ხარისხის უზრუნვე­ლ­ყო­ფი­სა­თვის, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, ფუნქციონირების, შესაძ­ლე­ბლობის შეზღუდვისა და ჯანმ­რ­თე­ლო­ბის საერთაშორისო     კლასიფიკაცია.  

            სექციური მუშაობა თანამედროვე ქარ­თუ­ლი საგანმანათლებლო სისტემის პრობ­ლე­მურ თემებს მიეძღვნა. პირველი სექციის თემატიკა საუ­ნი­ვე­რსიტეტის განათლებაში განმა­ვი­თა­რე­ბელი შეფასების დარნგვასა და  ევროკავშირის Erasmis + საგრანტო პროექტის ASSET-ის იდეებისა და შედეგების დი­სე­მინაციას  ეხებოდა.  მეორე სექციაზე განხილული იყო   ქარ­თულ განათლებაში  დისტანციური სწავლებისა და  ინკლუზიური განათლების   გამოწ­ვე­ვე­ბი, პრობლემები  და მოლოდინები, ხოლო მესამე სექციის მოხსენებათა თემატიკა პედა­გო­გი­კისა და სწავლა//სწავლების აქტუალური პრობლემებით განისაზღვრა. 

            კონფერენციის მუშაობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსო­ნა­ლთან ერთად მონაწილეობდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,  თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლისის სახე­ლ­მ­წი­ფო უნივერს­ი­ტე­­ტის,  მასწავლებელთა პროფესიული გან­ვითარების ცე­ნ­ტრის,  ჟურნალ „მასწავლებლის“, შავი ზღვის საერთაშორისო უნი­ვე­რ­სიტეტის,   სამცხე - ჯა­ვა­ხეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტის,   კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის,   საქართველოს სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმ­წი­ფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. უნივერსიტეტის სკოლასთან თანამშრო­მ­ლო­ბის  თვალსაზრისით განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდა კერძო სკოლა „აისის“,   რუ­ს­თავის ლევან გოთუას სახელობის N17 საჯარო სკოლის,   თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა–გიმნაზიის,  ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“, ქართულ - იტალიური სკოლა „ცისკარის“ ჩართულობას  და   სასკოლო პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების გაზია­რე­ბას. 

            კონფერენციის მუშაობა შეჯამდა სექციების ხელმძღვანელთა (ლია ახალაძე, თამარ შინ­ჯია­შვილი, მაია ფირჩხაძე, რუსუდან ფიფია) შეხვედრაზე.  სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით რეკომენდირებულ მოხსენებებათა თეზისები განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო მოხსენებები  დაიბეჭდება. 


განათლების თანამედროვე პარადიგმები.


ფოტო გალერეა