სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი ფსიქოლოგიური შეფასებისა და პიროვნული განვითარების ცენტრი „ცისკარი“ გთავაზობთ 5-8 წლის ბავშვებისთვის ფსიქოლოგიური განვითარებისა და საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამას.
ბავშვთან მუშაობა დაიწყება სკრინინგული შეფასებით, რომელიც დაგვეხმარება მისი ძლიერი მხარეებისა და იმ უნარების გამოვლენაში, რომლებიც დამატებით მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს.
შეფასების შედეგების საფუძველზე დაიგეგმება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება კითხვის, წერისა და მათემატიკური უნარების განვითარებისა და გაუმჯობესებისკენ.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური განვითარების შეფასებას და, საჭიროების შესაბამისად, ამ მიმართულებებით ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და განმავითარებელი აქტივობების განხორციელებას.
ჩვენი მიზანია ბავშვის ძლიერი მხარეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ასევე იმ უნარების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს მის წარმატებას სწავლაში, თანატოლებთან ურთიერთობასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.
პროგრამას გაუძღვებიან ფსიქოლოგიის დარგის კვალიფიციური სპეციალისტები – ფსიქოლოგიის დოქტორები და მაგისტრები.
მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.
№61
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
557 50 55 79
