საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„კულტურათაშორისი კომუნიკაცია და ეროვნული კულტურა“
(ეროვნული სამზარეულო როგორც ქვეყნის იმიჯის შექმნის საშუალება)
18 -20 ოქტომბერი, 2018
თბილისი, საქართველო
ძვირფასო კოლეგებო,
მოხარულები ვართ, მოგიწვიოთ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება გასტრონომიულ კულტურასა და კულტურათაშორის კომუნიკაციას.
კონფერენციის თემატიკა:
- ეროვნული სამზარეულო როგორც ქვეყნის იმიჯის შექმნის საშუალება;
- ტრადიციული კერძები და ეროვნული იდენტობა;
- საკვები კულტურათაშორისი კომუნიკაციის კონტექსტში;
- ეროვნული კერძები, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს;
- გასტრონომიული სტერეოტიპები და კულტურათაშორისი დიალოგი;
- გასტრონომიული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები;
- საკვები და კულტურა.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
აბსტრაქტების (ინგლისურ ენაზე) მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო.
სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 სექტემბერი.
აბსტრაქტები და სტატიები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: international@sou.edu.ge
სარეგისტრაციო გადასახადი მონაწილებისთვის საქართველოდან - 50 GEL.
სარეგისტრაციო გადასახადი უცხოელი მონაწილეებისთვის - 50 EUR.
რეგისტრაციის საფასური ითვალისწინებს:
- კონფერენციაში მონაწილეობას;
- კონფერენციის მონაწილის პაკეტს;
- სერტიფიკატს;
- აბსტრაქტების გამოქვეყნებას კონფერენციის ვებ-გვერდზე;
- შესვენებას ჩაიზე ან ყავაზე;
- გამოსამშვიდობებელ ვახშამს;
- კულტურულ პროგრამას;
- სტატიების კრებულის გამოცემას.