სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სიმპოზიუმზე, რომელიც გაიმართება 2026 წლის 5-6 ნოემბერს.
სიმპოზიუმის
მიზანი:
სამეცნიერო სიმპოზიუმის მიზანია საქართველოს
ისტორიაში ქრისტიანობის
სოციალ-პოლიტიკური, კულტურული და სულიერი განვითარების მნიშვნელობის კვლევის
ხელშეწყობა და გაფართოება. მართალია, ქრისტიანობა საქართველოში პირველი
საუკუნიდან გავრცელდა, მაგრამ სახელმწიფო
რელიგიად IV
საუკუნეში გამოცხადდა და მან ფუნდამენტური როლი ითამაშა საქართველოს
კულტურულ, პოლიტიკურ და სულიერ განვითარებაში, უზრუნველყო:
ü ქართველთა კონსოლიდაცია და სახელმწიფოებრივი გაერთიანება, მდგრადი ეროვნული
და კულტურული იდენტობის, კოლექტიური მეხსიერების განვითარება;
ü ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანი, ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოება;
ü კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარება: უნიკალური დამწერლობის,
ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარება, ეკლესია გახდა განათლებისა და მწიგნობრობის
კერა, განვითარდა ეროვნული ხელოვნება, არქიტექტურა და მწერლობა;
ü ქართველთა
ყოფა, ტრადიცია და საქმიანობა;
სიმპოზიუმის თემატური მიმართულებები:
v ჰუმანიტარული მეცნიერებანი
(ისტორია, ენა, ლიტერატურა, ეთნოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, ისტორიულ-კულტურული
ურთიერთობები);
v განათლების მეცნიერებანი: პედაგოგიკა,
სწავლების მეთოდიკა, განათლების პოლიტიკა, განათლების ფსიქოლოგია, განათლების სოციოლოგია,
მულტიკულტურული განათლება, ინკლუზიური განათლება, სამშვიდობო განათლება;
v სოციალური მეცნიერებანი (სამართალი,
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა, მშვიდობის კვლევები და მშენებლობა, ფსიქოლოგია,
სოციოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა,
პოლიტიკური მეცნიერებანი);
v საბუნებისმეტყველო და აგრარული
მეცნიერებანი და ა. შ., ის, რაც არსობრივად და თემატურად უკავშირდება ქრისტიანობას.
სიმპოზიუმის
სამუშაო ფორმატი: შერეული
ფორმატი-პირისპირ და ონლაინ;
ü პირველი დღე დაეთმობა სიმპოზიუმის გახსნას და დარგობრივ
სექციებს
ü მეორე
დღე დარგობრივ სექციებს და სიმპოზიუმის შემაჯამებელ დახურვას;
სიმპოზიუმის
ჩატარების ადგილი:
თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61, პირველი
სასწავლო კორპუსი;
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული,
ინგლისური;
რეგისტრაციის ფორმა: ელექტრონული ფოსტით- scientific@sou.edu.ge
მნიშვნელოვანი თარიღები:
ü რეგისტრაცია და მოხსენების თეზისების გამოგზავნა
ქართულ და ინგლისურ ენებზე – 2026
წლის 1 სექტემბრიდან - 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით (თეზისების გაფორმების
წესი, იხილეთ დანართი 1);
ü ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით;
ü მოხსენების
პრეზენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნა 30 ოქტომბრის ჩათვლით;
შერჩეული მოხსენებები, რეცენზირებისა
და პლაგიატის წესის გავლის შემდეგ, დაიბეჭდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
შრომებში, რომელიც DOI-ის
მხარდაჭერით აიტვირთება ღია ციფრულ რეპოზიტორიუმში.
ü მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 2026 წლის 20
ნოემბერი.
საკონტაქტო
ინფორმაცია: +995 577 17 07 23
ელ-ფოსტა: scientific@sou.edu.ge
სიმპოზიუმის
სამეცნიერო საბჭო
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო
კვლევებისა
და განვითარების დეპარტამენტი
დანართი
1
თეზისების
გაფორმების წესი
მოხსენების
თეზისები უნდა შეიცავდეს არანაკლებ
250 და არაუმეტეს
500 სიტყვას;
თეზისები უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი და
მაქსიმუმ ექვსი აბზაცისგან და აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
ü
კვლევის მიზანი
და თემის აქტუალობა (რატომ არის ეს კვლევა აქტუალური).
ü კვლევის მეთოდები (სამეცნიერო პრობლემის გადასაჭრელად
გამოყენებული კვლევის მეთოდები).
ü კვლევის შედეგები (კვლევის შედეგად მიღებული სიახლეების,
ახალი ცოდნის წარმოდგენა)
ü საკვანძო სიტყვები (6 საკვანძო სიტყვა)
შრიფტი: Sylfaen;
შრიფტის ზომა: 12;
სტრიქონებს
შორის მანძილი: 1.5 სმ;
სათაური: ცენტრში,
შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)
ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება - ცენტრში,
შრიფტის ზომა 14;
ველები: მარჯვენა
ველი - 2.5 სმ, მარცხენა ველი - 2.5 სმ, ზედა ველი - 2.5 სმ, ქვედა ველი -
2.5;
