სიახლეები

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის პროფესორი, ნინო წულაია, მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის პროფესორი, ნინო წულაია, მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, (როგორც ახალგაზრდა ქალი მეცნიერი), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, დღეს, 11 თებერვალს დააჯილდოვა.


 მინისტრთან ერთად, მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი.


 მეცნიერ ქალთა და გოგონათა დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.


 მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 11 თებერვალს აღინიშნება. იგი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე 2015 წლიდან დაწესდა და მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებული ქალების მხარდაჭერა, ასევე მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მათი მზარდი როლის გაძლიერება.

ფოტო გალერეა