სიახლეები

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული ჩატარდა

კვირეულის ფარგლებში, 2025 წლის 4 დეკემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმაჩაატარა ტრენინგიიყავი მის ადგილას“ (In Her Shoes), რომელსაც გენდერის ექსპერტი მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა. ტრენინგზე თეორიული მასალის გარდა განხილული იყო ძალადობის შემთხვევები და მათი პრევენციის გზები.

მონაწილეები ინტერაქტიულ გარემოში ჩაერთვნენ სიმულაციაში, სადაც რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული ქეისების მეშვეობით გაიარეს ძალადობის მსხვერპლის გამოცდილების სიმბოლური გზა. ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ემოციები, დაკვირვებები და იმსჯელეს ძალადობის პრევენციის მნიშვნელობაზე.

 როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ინიციატივა ხელს უწყობს ემპათიის განვითარებას, პრობლემის სიღრმისეულ გააზრებას და გენდერული სტერეოტიპების გადაფასებას, მსგავსი გამოცდილებები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოში.

 

ფოტო გალერეა