სიახლეები

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ცნობილ ქართველ მეცნიერს იუბილე მიულოცა

2021 წელის 9  მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საქართველოს ისტორიის“ სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს, ბატონ იოსებ (სოსო) ალიმბარაშვილს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 2021 წლის 28 მაისს გორის უნივერსიტეტმა საერთაშორისო ონლაინ-სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა, რომელშიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და „ისტორიის“ მიმართულების პროფესორები – ზურაბ პაპასქირი, ლია ახალაძე, ომარ არდაშელია, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა – მონაწილეობდნენ.

 პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა იუბილარს და მას წელთა სიმრავლე, ჯანრთელობა და მორიგი სამეცნიერო წარმატებები უსურვა. მან ხაზი გაუსვა სოხუმისა და გორის უნივერსიტეტების მჭიდრო კავშირებს როგორც სასაწავლო-აკადემიურ, ასევე – ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში. აღნიშნული იყო ამ ორი უნივერსიტეტის დიდი წვლილი ქართულ აკადემიურ სივრცეში.

 ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ მოხსენებაში – „მშობლიური მხარის დაუღალავი მკვლევარი (იოსებ (სოსო) ალიმბარაშვილი) – პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობას მიუძღვნა. მომხსენებელმა მაღალი შეფასება მისცა იუბილარის სამეცნიერო აქტიურობას.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აუდიტორიის წინაშე შემდეგი მოხსენებები წარმოადგინეს:

 პროფესორი ზურაბ პაპასქირი – „კოლხეთის სამეფო – უძველესი ქართული სახელმწიფო: მითი თუ რეალობა“;

ასოცირებული პროფესორი ბეჟან ხორავა – „აფხაზეთი. ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა“;

ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა – „აჰმედ ჯევდეთ-ფაშას „ოსმალეთის ისტორია“ საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (კრიტიკული ანალიზის მცდელობა)“.

ფოტო გალერეა