სიახლეები

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის წარმომადგენლების შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორებთან

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტების წარმომადგენლებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული სკოლების მე-11 და მე-12 კლასელებთან ღია კარის დღეების ჩატარების საორგანიზაციო საკითხები. სკოლის დირექტორებმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს აბიტურიენტებისათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდების მნიშვნელობაზე. ასევე ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს უნივერსიტეტის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე შეთახმდნენ ღია კარის დღის ჩატარების ფორმატსა და თარიღებზე. გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ აფხაზეთის სკოლის დირექტორების მიმართ ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კერძოდ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსს - ქალბატონ ნინო ლობჟანიძეს შეხვედრის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობისათვის. ვიმედოვნებთ, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის წინსვლა-განვითარებას, ასევე მომავალში იგი სტუდენტებისთვის სწორი გზის არჩევის საწინდარი გახდება.

ფოტო გალერეა