სიახლეები

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა სან დომენიკოს ლინგვისტური მედიატორების უნივერსიტეტის (რომი, იტალია) უცხოური ენების დეპარტამენტის პროფესორი ოლგა მოსკოვკო

2026 წლის 3-8 მარტს, ერასმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა სან დომენიკოს ლინგვისტური მედიატორების უნივერსიტეტის (რომი, იტალია) უცხოური ენების დეპარტამენტის პროფესორი ოლგა მოსკოვკო.

პროფ. ო. მოსკოვკო შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თეა ჯუღელს და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას.

პროფესორმა ოლგა მოსკოვკომ სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პერსონალის წინაშე წარადგინა პრეზენტაცია სან დომენიკოს  უნივერსიტეტის შესახებ და  ჩაატარა ლექცია თემაზე - „ენის სწავლების მეთოდიკა“.

ფოტო გალერეა