2026 წლის 12 ივნისს, 15:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ელისო ჭოხონელიძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების განვითარების პერსპექტივები საქართველოში ევროინტეგრაციული პროცესების პირობებში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
მარინე ხუბუა - ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. რეცენზენტები:
დავით ჯალაღონია - ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ლევან გრიგალაშვილი -ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი.
დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი №601.
