სიახლეები

 „პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები“ - საქართველოში პირველი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას, დრონის ტექნოლოგიებსა და აგროსისტემებს აერთიანებს


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს თანამედროვე საბაკალავრო პროგრამას - „პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები“. ეს არის საქართველოში პირველი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას, დრონის ტექნოლოგიებსა და აგროსისტემებს აერთიანებს.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამირება, დრონების ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიზი და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების პრაქტიკული გამოყენება.

რატომ უნდა აირჩიო ეს პროგრამა?

* პროგრამა სამწლიანია;

* პროგრამაზე გამოყოფილია 30 ადგილი;

* ისწავლი უპილოტო საჰაერო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და მართვას;

* დაეუფლები ფრენის მარშრუტების დაგეგმვასა და ავტონომიური მართვის ალგორითმებს;

* შეისწავლი ჩაშენებულ სისტემებს, მიკროკონტროლერებსა და სენსორებს;

* დაამუშავებ დრონებით მიღებულ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით;

* შეისწავლი GIS ტექნოლოგიებს, პროგრამულ მოდელირებას, სიმულაციასა და ტესტირებას;

* ჩაერთვები პრაქტიკულ და კვლევით პროექტებში.

სად გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?

დრონის ტექნოლოგიები გამოიყენება:

* სოფლის მეურნეობასა და აგროსისტემებში;

* გარემოს მონიტორინგში;

* უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურულ ზედამხედველობაში;

* საგანგებო სიტუაციების მართვაში;

* გეოინფორმაციულ სისტემებსა და მონაცემთა ანალიტიკაში;

* მედიაპროდუქციის შექმნის პოცესში და საჰაერო გადაღებაში.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოგენიჭება: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის, დრონტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკის, კომპიუტერული ხედვის, გარემოს დაცვისა და აგრარული ტექნოლოგიების სფეროებში, ასევე შექმნას საკუთარი ტექნოლოგიური სტარტაპი.

აქ მხოლოდ პროგრამირებას არ სწავლობ - ქმნი ტექნოლოგიას, რომელიც რეალურ სამყაროში მოქმედებს.

აირჩიე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა - „პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები“!

ფოტო გალერეა