სიახლეები

1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა

დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი შესრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაცემულ მებრძოლთა მარადიულ ხსოვნას – გვირგვინით

შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

უნივერსიტეტის რექტორმა მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც გათავისებული აქვს დღევანდელი დღის მნიშვნელობა. მან პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი სახელმწიფოს ელჩს, მის აღმატებულება კელი დეგნანს, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოსადმი ხაზგასმული კეთილგანწყობისა და გულწრფელი დამოკიდებულებისთვის.

ფოტო გალერეა