სიახლეები

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

ა)  დოკუმენტაციის მიღება - 12 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: srs@sou.edu.ge ან მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას № 61; ოთახი № 209 (10:00-დან 17:00 საათამდე);

ბ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  - 19-20 სექტემბერს;

განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების  შემდეგი ნუსხა (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა)  განცხადება;

ბ)  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;

გ)  პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე)  სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 

ვ)  სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

ფოტო გალერეა