სიახლეები

2023 წლის ინტერდისციპლინარული საუნივერსიტეტო  აკადემიური კონფერენცია

      2023 წლის 29 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გა­ი­ხსნა ყოველწლიური ინტერდისციპლინარული საუნივერსიტეტო აკადე­მი­ური კონ­ფე­რენციების დღეები, რომელიც ორ თვიან ციკლს მოიცავდა და  29  მაისიდან – 28 ივლისის ჩათვლით  ჩატარდა.

         გახსნის დღეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ ისა­უბრა უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობასა და რო­ლ­ზე და სამეცნიერო დღეების გახსნა საზეი­მოდ მიულოცა სტუდე-ნ­ტე­ბსა და აკადემიურ პერსონალს. საუნივერსიტეტო კონფე­რე­ნ­ცი­ე­ბის მხარდა­ჭე­რა­ზე ისაუ­ბრეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფ. ნინო თოფურიძემ და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფ. დავით ჯა­ლა­ღონიამ.  უნივერსიტეტებში სწავლებისა და სამეცნიერო კვლევითი სა­ქ­მიანობის ხარისხის გაუმჯობესების აუცი­ლე­ბ­ლო­ბას ხაზი გაუსვეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნ­ვე­ლ­ყოფის სამსახურის უფ­რო­სმა ასოც. პროფ. რომეო გალდავამ და სამეც­ნი­ე­რო კვლე­ვებისა და გა­ნ­ვი­თარების  დეპა­რტ­ამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ.

           ფაკულტეტების დეკანებმა და ხარისხის უზრუნვე­ლ­ყოფის სამსახუ­რის უფროსებმა პროფესორებმა ნესტან კეკელიამ, თამარ შინ­ჯი­ა­შვილმა, მერაბ გვარამიამ,  კახი კოპალიანმა, ნინო მაშიამ, სტუდენტმა მარიამ სალუ­ქ­ვაძემ ისაუბრეს ფაკულტეტებზე დაგეგმილ  სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა მიმდინარე კვლევებზე.

     ორი თვის მანძილზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკუ­ლ­ტეტზე ჩატარდა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა  და­რ­გობ­რივი სექციების სხდომები. საუნივერსიტეტო კონ­ფე­რენციების დღეებმა მუშაობა 2023 წლის 28 ივლისს დაასრულა. კონფერენციებზე წაკითხული მო­ხ­სე­ნე­ბე­ბის ნაწილი გამოქ­ვე­ყ­ნდება უნივერსიტეტის „შრომების“ კრე­ბუ­ლ­ში.

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი


იხ. კონფერენციის პროგრამა

ფოტო გალერეა