სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა გარე მობილობის შესახებ

1.    სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება შემდეგ ვადებში:

)  დოკუმენტაციის მიღება - 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: srs@sou.edu.ge ან მისამართზე: . პოლიტკოვსკაიას № 61; სტუდენტთა რეესტრის (1000-დან 1700 საათამდე);

უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება  - 18 სექტემბერს;

სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  - 19-20 სექტემბერს;

2.    კონკურსანტს განსაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების  შემდეგი ნუსხა (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

განცხადება;

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;

პირადობის მოწმობის ასლი;

) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი

სტუდენტის სასწავლო ბარათი;

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3.    2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტის პროექტის საგამანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვროს  სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2024 წლის 18 ივნისის  1.1/73 ბრძანების საფუძველზე დადგენილ ვადებში;

4.    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა  განისაზღვროს 2024 წლის 1 ოქტომბრამდე.  


(მობილობის ადგილები იხილეთ აქ)

ფოტო გალერეა