სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის პროცესის ვადები

სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა  განაცხადებების მიღება განხორციელდება 2026 წლის 26 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე  10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) შესაბამის ფაკულტეტებზე მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26 (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)  და  ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61 (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი);

აღდგენის/შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2026 წლის 24 თებერვლის ჩათვლით;

ფაკულტეტის დეკანებმა უნდა უზრუნველყონ მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ და წარმოადგინონ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში  25 თებერვლის ჩათვლით;

სტუდენტების აღდგენის/შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არა უგვიანეს 28 თებერვლისა.

გისურვებთ წარმატებებს!


ფოტო გალერეა