ჟან მონეს მოდულის EUPEACE პირველადი შედეგების ანგარიში
2025 წლის 29 დეკემბერს ჟან მონეს მოდულის EUPEACE პირველადი შედეგების (2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის დეკემბრის ჩათვლით) ანგარიში წარდგენილ იქნა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხდომაზე. ანგარიში მოსმენილი იქნა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტების, ასოცირებული პროფესორის მარინე ხუბუას და ეთერ კობახიძის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ასოცირებული პროფესორის კახი კოპალიანის მიერ. წლიური ანგარიში წარადგინა მოდულის მენეჯერმა, ჟან მონეს პროფესორმა ლარისა თაკალანძემ, ხოლო მოამზადა მოდულის ადმინისტრაციულმა პერსონალმა ლევან გერაძემ.
სხდომას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები.
