2026 წლის 25 ნოემბერს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის გიორგი ყიფშიძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ბინათმშენებლობის ბაზრის განვითარების რეგულირების ძირითადი მიმართულებები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
იური პაპასქუა - სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
რეცენზენტები:
დავით ჯალაღონია - სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
ნინო ფაილოძე - სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი №601.
