სიახლეები

32 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერს საქართველო იხსენებს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ და ტრაგიკულ დღეს, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ქვეყნის საერთო ტკივილს, არამედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მძიმე წარსულს, რომლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გმირულად დაეცნენ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში.

ჩვენ ღრმა მწუხარებითა და უსაზღვრო პატივისცემით ვიხსენებთ მათ.

დაღუპული პროფესორ-მასწავლებლები: . ქალდანი, . ელერდაშვილი, . ჭელია, . კიკაძე, . ჯღამაძე, . მგალობლიშვილი.

დაღუპული სტუდენტები: . გვარამია, . კიკაბიძე, . პერტია, . ჯანხოთელი, . რობაქიძე, . ნიჟარაძე, . ქოიავა, . გაბუნია, . ქალდანი, . შერვაშიძე, . ძოწენიძე, . გურჩიანი, . მალანია, . მიქელაძე, . ახალაია, . მარგიანი, . მერაბიშვილი, . მეფარიშვილი, . უგრეხელიძე.

მათი ხსოვნა მარადიულია! სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღესაც აგრძელებს თავის აკადემიურ მისიას, რომელსაც თან სდევს ღირსეული ვალდებულებაგაუფრთხილდეს სამშობლოს ერთიანობის იდეასა და მომავალ თაობებს, რათა ამით პატივი მიაგოს ღირსეულ წინაპართა ხსოვნას!

ღრმა პატივისცემით ვიხსენებთ ყველა გმირს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირა.

ფოტო გალერეა