სიახლეები

ASSET  - პროექტის დისიმინაცია  და  მექანიზმები განმავითარებელი შეფასებისთვის

2018 წლის  2 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის პროგრამის Erasmus + - ის  2017 წლის  დაფინანსებული  პროექტის ASSET  - ის („შეფასების ინსტრუმენტები ახალ სასწავლო გარემოში  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სე­ბუ­ლე­ბებში“) დისიმინაცია და პროექტის ფარგლებში შემუშავებული განმავითარებელი შე­ფასების მექანიზმების პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრა წარმოადგენდა სსუ-ს გუნდის წევრების ერთგვარ ანგარიშს ASSET  -ის კონსორციუმის სა­ე­რთაშორისო  შეხვედრის წინ ლინცში (ავსტრია). პროექტში ჩართულნი არიან ისრაელის, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტები. ისრაელიდან: კი­ნერეთის აკადემიური კოლეჯი - პროექტის ავტორი  და კოორდინატორი უმაღლესი სასწავლებელი (პროექტის კოორდინატორი პროფესორი დორით ალთი), გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი ჰადასაჰის აკადემიური კოლეჯი, სახნინის  მასწავლებელთა განათლების  კოლეჯი. საქართველოდან პროექტის ბენეფიაციარები არიან: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ევროკავშირის ქვეყნებიდან პროექტს  მონოტორინგს უწევენ: კორკის უნივერ­სი­ტე­ტის კოლეჯი (ირლანდია), ტალინის ციფრული ტექნოლოგიების უნივერსტეტი (ესტონეთი), ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის უნივერსიტეტი (გერმანია), ლინცის  განათლების კერძო უნივერსიტეტი (ავსტრია).

2 ნოემბერს შეხვედრა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირის პროექტების მნიშვნელობასა და როლზე  უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების, ახალი კურიკულუმების, სასწავლო კურსებისა და სასწავლო-პრაქტიკულ   საქმიანობაში თანამედროვე   სასწავლო - მეთოდური  ინსტრუმენტების (მექანიზმების) დანერგვის თვალსაზრისით. რექტორმა პროექტის განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა  ASSET  -ის  პროექტის  განმახორციელებლებს და წარმატებები უსურვა მათ.

ევროკავშირის პროგრამების Tempus - ისა და Erasmus + -ის პროგრამებზე ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა რომეო გალდავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი  პროექტების აუცილებლობას ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში შემდგომი ინტეგრაციისა და განვითარებისათვის.

პროექტის ფარგლებში სსუ-ს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე პრეზენტაცია გააკეთა კოორდინატორმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ფაკუ­ლ­ტე­ტის  დეკანმა  პროფ. ლია ახალაძემ,  ხაზი გაუსვა ASSET-ის  პროექტის როლს და იმ  ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც პროექტი აძლევს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები) ჩართული იყვნენ კურიკულუმების შემდგომი განვითარების პროცესში შეფასების ახალი ინსტრუმენტების შემუშავებისა და განვითარების თვალსაზრისით.

წინა პროექტის DOIT -ის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსები ფოკუსირებული იყო ინოვაციურ სწავლებაზე და შეიცავდა უამრავ სიახლეს, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.  თუმცა ამ ეტაპზე საჭიროა  სასწავლო კურსების სწავლებაში შესაბამისი ინოვაციური ხელსაწყოებისა და მეთოდების შემოტანა  სტუდენტზე ორიენტირებული  კურსების შესაფასებლად. მიგვაჩნია, რომ ASSET -ის პროექტი ამ ხარვეზის აღმოფხვრის  უმნიშვნელოვანესი  საშუალებაა - აღნიშნა მომხსენებელმა.

პროექტის ფარგლებში განმავითარებელი შეფასების დატესტვა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავებისთვის სამუშაოები ჩატარდა რამდენიმე ფაკულტეტზე:  განათლების, ჰუმა­ნი­ტა­რულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.  პროექტის საცდელი ტესტირება განხორციელდა  როგორც ბაკალავრიატის,  ასევე მაგისტრატურის პროგრამებში:  მასწავლებლის განათლების  (დაწყებითი საფეხური) საბაკალავრო პროგრამა, თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ისტორიის საბაკალავრო პროგრამა, ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, საერთაშორისო ურთიერთობების (დამატებითი) პროგრამა. პირველად საცდელი მუშაობა მცირე ჯგუფებში დაიწყო, რადგან გამოცდილება ნაკლები იყო და  დატესტვის  პროცესში, ადგილზე მუშავდებოდა გან­ხო­რ­ცი­ე­ლების მექანიზმები. გუნდის წევრების მიერ ითარგმნა განმავითარებელი შეფასების უცხოენოვანი ლიტერატურა, რომელიც დაეხმარა წევრებს შეფასების ამ სისტემის გაცნობასა და შემდგომ მექანიზმების ჩამოყალიბებაში. მიმდინარე სასწავლო სემესტრში (2018-19 შემოდგომა) განმავითარებელი შეფასება, განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად  ხორციელდება მასწავლებლის განათლების  (დაწყებითი საფეხური), ისტორიის, ფილოლოგიის საერთაშორისო ურთიერთობების, მათემატიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში. ასევე მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე. მათ შორის საგნებში: მულტიკულტურული განათლება - მულტიეთნიკური და მულტიკულტურული საქართველო (35 სტ), განათლების სოციოლოგია (28+5), საქართველოს სახელმწიფოს ისტორია (22), ეპიგრაფიკა (28), მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია (26),  საერთაშორისო ურთიერთობები ახალ დროში, ზოგადი მათემატიკის საკითხები, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა (6 სტ). 

ჩატარებულ აქტივობებს შორის მომხსენებელმა ისაუბრა ახალ სასწავლო კურსზე - შეფასების თანამედროვე მექანიზმები, რომელიც სპეციალურად შეიქმნა პროექტის ფარგლებში და რომელმაც აკრედიტაცია  2018 წლის 8 ოქტომბერს გაიარა. საგულისხმოა ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებზე სსუ-ს გუნდის მიერ გატანილი პრეზენტაციები, რომელიც განმავითარებელ შეფასებას ეხება.  სსუ-ში 2018 წლის 30 ივნისს  ჩატარდა  დისიმინაციის დღე, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ისრაელიდან პროექტის ერთერთი ლიდერი პროფ. რონდა სოფერი და ვარშავის უნივერსტეტის დოქტორანტი იუსტინა პიერჟინსკა ესწრებოდნენ.

2 ნოემბრის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი იყო  პროექტის წევრების მიერ შემუშავებული განმავითარებელი შეფასების ახალი მექანიზმების  გაცნობა კოლეგებისთვის. ახალ მექანიზმებზე და მისი დანერგვის მეთოდებზე ისაუბრეს პროექტის წევრებმა: პროფესორებმა  თამარ  შინჯიაშვილმა, კახა კვაშილავამ და ნინო წულაიამ. სამივე მათგანმა დეტალურად ისაუბრა იმ მექანიზმებზე, რომლებსაც  განმავითარებელი შეფასების გან­ხო­რ­ცი­ელებისას  იყენებენ.

დასასრულს პროექტის წევრებმა სამომავლო გეგმებს შორის  ეროვნული და საერთა­შო­რისო ტრენინგები დაანონსეს, რომელშიც სსუ-ს აკადემიური პერსონალის ნებისმიერ მსურველს ექნება მონაწილეობის მიღების უფლება.

ფოტო გალერეა