სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(სსუ) სტუდენტებისთვის
აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში
„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 2 ივნისიდან 11
ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) ჟან მონეს მოდულის ფარგლებში (ERASMUS-JMO-2024-HEI-TCH-RSCH–EUPEACE,
project
N101175481). საზაფხულო სკოლა
2025 მოიცავს 32 სალექციო საათს).
საზაფხულო სკოლის მიზანია გაზარდოს სტუდენტთა ცნობიერება ევროკავშირის შესახებ, ცოდნის ამაღლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა
ევროკავშირის სამშვიდობო მისია, ევროკავშირის კონფლიქტის მენეჯმენტი და მედიაცია საქართველოში, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, უმაღლესი
განათლების გავლენა მშვიდობის მშენებლობაზე და კონფლიქტის მოგვარებაზე, უსაფრთხოებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხები საქართველოში
და სხვ. მონაწილეებისთვის მოწვეულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სსუ-ის საბაკალავრო დასამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. იგი მულტიდისციპლინარულია
- თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. საზაფხულო სკოლისთვის შეირჩევა 150 მაღალი
აკადემიური მოსწრების სტუდენტი; უპირატესობა მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებებში (საერთაშორისო, რესპუბლიკურ თუ ადგილობრივ კონფერენციებში) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა, ყველა
მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. დეტალური პროგრამა
განთავსდება სსუ-ის ვებ-გვერდზე. სამუშაო ენა: ქართული.
ჩატარების ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მის.: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N61, VII სართ.).
მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 2025 წლის 19 მაისისა,
რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/DVifqEXqYgVjLQgj7