სიახლეები

ჩართულობა გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის საქმიანობასა და პოლიტიკის საკითხებში

ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარების საყურადღებოდ!

გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდი (SWP) ახალგაზრდა მეცნიერებსა და მკვლევარებს სთავაზობს ფონდის საქმიანობასა და პოლიტიკის საკითხებში, კონსულტაციების პროცესებში ჩართვას.  

სასურველია ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი/მკვლევარი იყოს პოსტ-დოქტორანტი. მისი ნაშრომ(ებ)ი შესაძლოა ეხებოდეს როგორც  საქართველოს, ასევე ევროკავშირის, გერმანიის საგარეო პოლიტიკის, რეგიონში არსებული მდგომარეობის და ა.შ. საკითხებს.

საქართველოდან მიწვეული მკვლევარი ჩართული იქნება ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მკვლევართა ჯგუფში. მკვლევარის შერჩევისას მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდისთვის (SWP) მნიშვნელოვანია, რომ მან დააკმაყოფილოს ყველა აუცილებელი კრიტერიუმი,  მკვლევართა ჯგუფის მუშაობაში ეფექტიანი ჩართულობისთვის.


ძირითადი მოთხოვნები:

განმცხადებლის შესაბამისი სამეცნიერო და დარგობრივი რეპუტაცია;

კვლევის გეგმა/კონცეფცია, რომელიც შეავსებს ან გააღრმავებს შესაბამისი მკვლევართა ჯგუფის სამუშაოს;

პროექტის მკაფიო მონახაზი, რომლის განხორციელებაც მოცემულ დროში რეალისტური იქნება;

ენის ცოდნა (ინგლისური ან გერმანული);

მიწვეული მკვლევარის SWP-ში ყოფნის ხანგრძლივობაა მინიმუმ 3-6 თვე.

ქართველი მკვლევარების საცხოვრებელ და სამუშაო ხარჯებს SWP- ფონდი არ  აფინანსებს.

მკვლევარების შერჩევა მოხდება მკვლევართა ჯგუფისა და ინსტიტუტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ მკვლევარის გაგზავნა შესაძლებელი იქნება მინიმუმ 2 თვის შემდეგ. 

დაინტერესების შემთხვევაში, ახალგაზრდა მეცნიერებს გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.  

I კორპუსი, III სართული, ოთახი 304-305.


ფოტო გალერეა