სიახლეები

ჩვენი მილოცვა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის ურთიერთობა 2014 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით დაიწყო.

რექტორის, ეკონომიკის დოქტორ, პროფესორ სერგი შკარლეტის უშუალო ორგანიზებით და სსუ-ს პარტნიორობით ჩატარდა არაერთი საერთაშორისო კონფერენცია როგორც უკრაინასა და საქართველოში (სსუ, 2017წ. მაისი), ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც ამჟამად უკვე კარგ ტრადიციადაა ქცეული.

უნდა აღინიშნოს, რომ სსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძეს 2017 წელს ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ამ რამდენიმე დღის წინ რექტორი, პროფესორი სერგი შკარლეტი უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძეს უკრაინელ კოლეგას სსუ-სა და საქართველოს განათლების მეცნიერების აკადემიის სახელით, მილოცვა (ქართულ და უკრაინულ ენებზე) გაუგზავნა:

 

 

 

„პატივცემულო სერგი!

 

გიდასტურებთ რა ჩემს ღრმა პატივისცემას, მაქვს პატივი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სახელით, მოგილოცოთ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე თქვენი დანიშვნა.

სასიამოვნოდ შევნიშნავთ, რომ ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორობისას, თქვენი პირადი მცდელობებით ჩამოყალიბდა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, როგორიცაა  ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, პუბლიკაციები, მოხსენებები და ა.შ.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი, მეცნიერისა და ხელმძღვანელის მაღალი ავტორიტეტი, პრინციპულობა, მასშტაბურად აზროვნების უნარი ხელს შეუწყობს, თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების გათვალისწინებით, უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის სრულყოფასა და მოდერნიზაციას და ჩვენს სახელმწიფოებს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.

ვსარგებლობ რა ამ შემთხვევით, ნება მიბოძეთ, ბატონო სერგი, კიდევ ერთხელ მივულოცო თქვენი სახით ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს და გისურვოთ წარმატებები ამ საპასუხისმგებლო მოღვაწეობაში, ახალი მიღწევები, ქვეყნის აყვავება და მშვიდობა!

 

პატივისცემით,

ზურაბ ხონელიძე,

რექტორი,

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,

პროფესორი.

 თბილისი“.

 

 

 

 

„Шановний Сергій Миколайович!

 

З глибокою повагою, маю честь від імені Сухумського державного університету i Академії наук освіти Грузії привітати Вас з призначенням на посаду в.о. Міністра Освіти і Науки України.

Приємно відзначити, що будучи pектором Чернігівського національного технологічного університету, завдяки Вашим особистим старанням сформувалися досить успішні і плідні освітні та наукові стосунки у рамках меморандуму про співпрацю між нашими ВНЗ-ми це і спільні міжнародні конференції, спільні наукові публікації, доповіді тощо.

Впевнені, що Ваш високий професіоналізм і авторитет керівника і вченого, принциповість,вміння мислити масштабно сприятимуть вирішенню завдань, що стосуються вдосконалення та модернізації освіти України з урахуванням сучасних освітніх тенденцій і поглиблення віднocин в науково-освітній сфері між нашими державами.

Kористуючись нагодою, дозвольте ще раз привітати особисто Вас, Сергію Миколайовичу, у вашій особі весь братній український народ і побажати Вам успіхів у відповідальній діяльності, нових досягнень, миру і процвітання!

 

З повагою, 

Хонелідзе Зураб Шотаєвич,

Ректор,

Президент Академії Наук Освіти Грузії,

Професор. 

Тбілісі“.

 

ფოტო გალერეა