ჩვენი საფეხბურთო გუნდი სპორტის უნივერსიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციის - „გზა შინისაკენ“ ორგანიზებით გამართული საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია!
ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 8 სტუდენტურმა გუნდმა მიიღო. ფინალში ერთმანეთს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდს მთავარი პრიზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა - დავით ფაცაციამ გადასცა.
დაჯილდოებას ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, სპორტის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ტრისტან გულბიანი, აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, ბატონი დავით გულუა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე - იგორ კოპალიანი.
ვულოცავთ ჩვენს გუნდს წარმატებას და
ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!
