სიახლეები

ჩვენი სტუდენტების წარმატებული „სტუდენტური ფესტივალი 2023“

2023 წლის 26 ივნისს ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტი „სტუდენტური ფესტივალი 2023“ დასკვნითი კონცერტით დაიხურა. ღონისძიება, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდა საქართველოში აკრედიტირებული 32 უნივერსიტეტის 30 000 სტუდენტი. ამ თვალსაზრისით, „სტუდენტურმა ფესტივალმა 2023“-მა გარკვეული რეკორდებიც დაამყარა.


დასკვნითი ცერემონიალი გახსნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ. მან აღნიშნა ჩატარებული ღონისძიების მნიშვნელობა ჯანსაღი ცხოვრების, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციისათის და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, თითოეულ უნივერსიტეტს, ფესტივალში მონაწილე სტუდენტებს.


ფესტივალის ფარგლებში ტურნირები სპორტის 16 სახეობასა და კონკურსი კულტურის ხუთ მიმართულებაში გაიმართა.


სოხუმის სახელმწიფო უნივერიტეტმა სპორტისა და კულტურის ყველა სახეობაში მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, ჩვენმა წარმომადგენლებამ 5 საპრიზო ადგილი მოიპოვეს: მათგან სამი - სპორტის სახეობებში (ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა, ფეინთბოლი) და ორი კი კულტურის მიმართულებაში (ხალხური სიმღერა, თანამედროვე სიმღერა).


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეთა მომზადებასა და გამოსვლა უზრუნველყო სსუ-ის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად.


ეს წარმატებები არ იქნებოდა, რომ არა თითოეული სტუდენტის აქტიური ჩართულობა შესაბამის პროცესებში, გრანდიოზული გულშემატკივრობა, როგორც სტუდენტებისა, ასევე - რექტორატის, ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მხრიდან, რისთვისაც უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ნინო თოფურიძეს, ფესტივალში ჩართულ სტუდენტებს დიდ მადლობას ვუხდით.


სსუ-ის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ფოტო გალერეა