სიახლეები

ჩვენი სტუდენტის წარმატება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის „მათემატიკის“ საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელმა გიორგი ვარშალომიძემ გაიმარჯვა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის კონკურსში „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“.

 

მის მიერ აჭარის რეგიონში წარდგენილმა პროექტმა „FormPerfect“ სრული დაფინანსება მოიპოვა. გიორგი მიერ შემუშავებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს რეალურ დროში უკუკავშირს, რაც დაეხმარება მომხმარებლებს შეინარჩუნონ სწორი ფორმა, გაზარდონ მათი ვარჯიშის ეფექტურობა და შეამცირონ ტრავმების რისკი. 

 

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

 

ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას გიორგი ვარშალომიძეს, რომელმაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია უმაღლესი განათლების მისაღებად.

ფოტო გალერეა