სიახლეები

ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეები  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში


   2026 წლის 27 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩხო­რო­წყუს რამინ დიხამინჯიას სახელობის N 1 და ლესიჭინის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.  შეხვე­დრის ინიციატორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურს­და­მთავრებული, ისტორიკოსი გოგი დავითაია იყო, რომელიც აფხაზეთიდან დევ­ნი­ლია. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას კოორდინაციას უწევდა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი.

     პირველ რიგში მოსწავლეებმა სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს გმირთა მოედანზე, სადაც სოხუმის  სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტეტის რექტორის, პროფესორმა თეა ჯუღელის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გივი მიქანაძესა და საქართველოს პარლამენტის წევრ ილია ინ­ჯიას შეხვდნენ.

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა, ადმინიტრაციის ხელმძ­ღვა­ნე­ლმა, პროფესრომა დავით ჯალაღონიამ, რექტორის მოადგილემ ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ, სამეცნიერო კვლევებისა და გან­ვი­თარების დეპარტამენტის უფ­რო­სმა პროფ. ლია ახალაძემ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტ. პროფ. ნინო წულაიამ.

    პროფესორმა ომარ არდაშელიამ მოსწავლეებს მოუთხრო აფხაზეთის კონფლიქტის წინაპირობებზე, კონფლიქტის მსვლელობასა და აფხაზეთის ომის გადამწყვეტ ბრძოლაზე სოხუმში, რასაც ქალაქის დაცემა და აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. მოსწავლეები გაეცნენ ომის გმირების: ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, რაულ ეშბას, ჯუმბერ ბეთაშვილის, სუმბატ სააკიანის  და სხვათა ისტორიებს.

    შეხვედრის დასასრულს მასპინძლებმა ორივე სკოლას სასწავლო პედაგოგიურ-მეთოდური ლიტერატურა, ხოლო მოსწავლეებს სამახსოვრო სა­ჩუ­ქ­რები გადასცეს. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა ახალგაზრდა ისტორიკოსი გოგი დავითაია სოხუმის სახე­ლმწიფო უნივერ­სი­ტე­ტის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა, რასაც ემოციებით შეხვდა დამსწრე საზოგადოება. გოგი დავითაიამ მადლობა გადაუხადა მშობლიურ უნივერ­სი­ტეტს და პირადად ქალბატონ თეა ჯუღელს  გულთბილი მასპინძ­ლო­ბისთვის და მოსწავლეებთან ერთად სამომავლო ვიზიტებიც დააა­ნო­ნსა სოხუმის სა­ხე­ლმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მასპინძლები ჩხო­რო­წყუში მიიწვია.

       ასეთი იყო ტკივილიანი, ცრემლიანი, მაგრამ იმედით სავსე 27 სექტემბერი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ფოტო გალერეა