სიახლეები

DESIRE

ERASMUS+ პროექტი – „სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რბილი უნარების განვითარება 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე “ ("DeSIRe", კოორდინატორია ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსუ პროექტის პარტნიორია).
პროექტის მიზანია საქართველოსა და სომხეთში განათლების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტების კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესება და 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მიხედვით, რბილი უნარების განვითარება. პროექტის შედეგად დაინერგება მოდულები რბილი უნარების შესახებ.
რბილი უნარები არ არის დაკავშირებული რომელიმე ერთ დარგთან ან დისციპლინასთან, ისინი აუცილებელია ნებისმიერ პროფესიაში, გამოადგება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესრულებას დაისახავს მიზნად. ეს უნარები გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, პრობლემის მოგვარებას, საჯარო გამოსვლას, გუნდურ მუშაობას, ციფრულ წიგნიერებას, ხელმძღვანელობას, კომუნიკაციას.

ფოტო გალერეა