სიახლეები

DITECH-ის კონსორციუმის  მესამე  საერთაშორისო შეხვედრა ირლანდიაში

2023 წლის 19-21 აპრილს ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (ტექ ნო ლო გი ე ბით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერ სი ტე ტე ბში) მესამე საერთაშორისო შეხვედრა, კორკის საუ ნი ვე რ სი ტეტო კოლეჯის მოწვევითა და ორგანიზებით, ირლანდიის ქალაქ კორკში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდენ საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები: ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კო ო რ დინატორი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუ ნი ვე რ სი ტეტო კოლეჯი (ირლანდია), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი ვე რ სი ტე ტი - ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივე რ სი ტე ტი, სა მ ც ხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნი ვე რ სი ტეტი, მასწავლე ბე ლ თა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლა ტფ ო რმის საშუალებით შეხვედრას შემოუერთდნენ ტალინის უნივერსიტეტიდან პროექტის კოორდინატორი სირიე ვირკუსი, კაუნასის ტექ ნო ლო გიური უნივერსიტეტის პროფესორი, დაინა გუდონიენე და პროექტის გარე შეფასების ექსპერტი, ბარბარა როზენშტეინი.

შეხვედრა გახსნა კორკის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა პოლ მაკსვინმა. სტუმრებს ასევე მიესალმნენ შეხვედრის მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომა დ გე ნლები და პროექტის მონაწილეები, დოქტორი ლაურა ლიი და დოქტორი სარა ტელენი. კონსორცუმის სამივე დღის შეხვედრას უძღვებოდა პროექტის ეროვნული კოორდინატორი თსუ პროფესორი იზაბელა პატრიაშვილი.

DITECH-ის ინსტიტუციურმა კოორდინატორებმა შეხვედრის მონაწილეეებს დაწვრი ლე ბით გააცნეს: პროექტის ფარგლებში ხარისხის მართვის მიმართულებით არსე ბუ ლი მდგო მა რეობა და გატარებული ღონისძიებები; საქართველოს თითოე უ ლ მა უმაღლესი განათ ლე ბის დაწესებულებამ წარადგინა მათ მიერ ჩატარებული საპილოტე კურსების დეტალური ანალიზი და დისემინაციის აქტივობების სრული ჩამონათვალი; განხილული იქნა პროექტის ფარგლებში შექმნილი და ჩატარებული კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია; პროე ქ ტის ფინანსურმა მენეჯერმა და კოორდინატორებმა მიმოიხილეს პროექტის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები; დისემინაციის ჯგუფის მიერ კი წარმოდგენილი იყო ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები; დისემინაციის ჯგუფმა ასევე წარადგინა პროექტის მეორე საინფორმაციო ბროშურა (ნიუსლეთერი).

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონსორციუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროექტის კოორ დი ნა ტო  რი სსუ-ში, ასოც. პროფ. ლია ახალაძე, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასი ს ტე ნტი ლევან კვარაცხელია, მ/დოქტორი, ნინო წულაია. სსუ-ს გუნდი პროექტში დისემინაციის ჯგუფს ხელმძღვა ნე ლობს, შესაბამისად უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კონსორ ციუმზე როგორც პროექტის გავრცელების ანგარიში, ასევე პროექტში უნივერსიტეტის საქმიანობის ინსტიტუციური ანგარიში წარმოადგინეს,

შეხვედრის მსვლელობისას დაიგეგმა პროექტის კონსორციუმის ეროვნული შეხვედრა ქუ თა ი სსა და ბათუმში. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კოორდინატორებმა ასევე იმს ჯე ლეს პროექტის ფარგლებში კონსორციუმის ფინალურ შეხვედრასთან დაკავშირებით ტალინის უნივერსიტეტში.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს პროექტის ბოლო ნაწილში განსახორციელებელი აქტივობები და ხაზი გაუსვეს მიღწევებს, რომლებიც გამოიკვეთა პროექტის მიმდინარეობისას.

კონსორციუმის მესამე შეხვედრა შეაჯამა პროექტის კოორდინატორმა სირიე ვირკუსმა.

ფოტო გალერეა