2023 წლის 26 დეკემბერს,
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო
საბჭოს სხდომაზე, დოქტორანტმა
გიორგი ჭოჭუამ
წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე – „ტურიზმის
მდგრადი განვითარების მართვის მექანიზმების სრულყოფა“ (საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების
კონტექსტში) და მიენიჭა ბიზნესის
ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ეკონომიკის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე; თანახელმძღვანელი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე იოან კუზას სახელმწიფო უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორი ვალენტინ ნიტა; ექსპერტები: ლარისა დოლიკაშვილი – ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ირმა დიხამინჯია – ეკონომიკის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; ოფიციალური რეცენზენტები: მალხაზ ღვინჯილია – გეოგრაფიის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ელისო ლანჩავა – ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.