სიახლეები

HISCE - ისტორია, კულტურა, განათლება -  ახალგაზრდა მეცნიერთა და  დოქტორანტთა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დე­პა­რტამენტისა და განათლების, მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის ინიციატივით 2020 წლის 23 და 24 დეკემბერს ახალგაზრდა მეც­ნი­ე­რთა და დოქტორანტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. HISCE - ისტორია, კულტურა, გა­ნა­თ­ლება - ასე იშიფრება აბრევიატურა სამეცნიერო კონფერენციისა, რო­მელიც სამომავლოდ ტრა­დიციული  უნდა გახდეს. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს დოქ­ტო­რა­ნტთა სა­მე­­­ც­ნი­ე­რო აქტივობებს და მათ ჩართულობას საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში. კო­ნ­ფე­რენციის თე­მა­ტიკა მოიცავდა ისტორიის, კულტურისა და განათლების მიმართ­უ­ლე­ბის თემებს, რომე­ლ­თა შესახებ  საქართველოს, თურქეთის, გერმანიის და აზერბაიჯანის  უნივერ­სი­ტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების დოქტორანტებმა და ახალ­გა­ზ­რდა მეც­ნი­ე­რებმა იმსჯელეს.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ავსტრიის ლინცის პედაგოგოგიური ინსტიტუტის, ყარსის უნივერსიტეტის, ანკარის ჟანდარმერიისა და სა­ნა­პი­რო დაცვის აკადემიის, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის, არდაჰანის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ტრა­პიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის,  ბაქოს კავკასიის ისტორიის ცენ­ტ­რის,  გე­რმანიის შვანდორფის კოლპინგის საგანმანათლებლო დაწესებულების ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები.


საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს დარგობრივი მიმართულებით სპე­ცი­ა­ლუ­რი რეკომენდაციები მისცეს და  მოხსენებს მოდერაციას უწევდნენ სხვადასხვა უნივერს­ი­ტე­ტე­ბისა და საგანმანათლებლო ცენტრების წარმომადგენლები ზურაბ ხონელიძე (სოხუმის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტი)  ენე სილვია სარვი (ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთის სა­გა­ნ­­მანათლებლო ფონდი „ინოვე“), იბრაჰიმ თელლიოღლუ (სამ­სუნის 19 მაისის უნივერ­სი­ტე­ტი), როინ ყავრელიშვილი (ყარსის უნი­ვერსიტეტი/სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სიტეტი), როზეტა გუჯეჯიანი (ივ. ჯავახიშვილის სა­ხე­ლო­ბის თბილისის სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი), გურანდა ჭელიძე (კავკასიის უნი­ვე­რ­სი­ტეტი) სსუ ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათ­ლე­ბის მიმართულების პროფესორები: ზურაბ პაპასქირი, ბეჟან ხორავა, ლია ახალაძე, კახა კვაშილავა, ომარ არ­და­შე­ლია, გურამ მარხულია, თეი­მუ­რაზ ორ­მო­ცაძე, რუსუდან ფიფია, მაია ფირჩხაძე, ელი­სა­ბედ გარაყანიძე, ია ჯიჭონაია და სხვები.  


კონფერენციის მუშაობაში   28 დოქტორანტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა  განაცხადა თან­­ხმობა და  მიუხედავად   მსოფლიოში არსებული  რთული პანდემიური ვითარებისაორი დღის მანძილზე ყველა მათგანი,   უფროს თაობასთან ერთად, აქტიურად  იყო ჩარ­თუ­ლი როგორც მოხსენებებით, ასევე დისკუ­სი­­ბსა და ფორუმის  შეჯამების პროცესში. მათ­­ვის ეს იყო ორდღიანი სამეცნიერო დისკუსიის, ფიქრის, მსჯელობისა  და  გამოცდილების მიღების კარგი საშუალება.


კონფერენციის ფარგლებში შექმნილი  პროგრამისა და მოხსენებათა თეზისების  ელექ­ტ­რონ­ული ქართულ-ინგლისური ვერსია განთავსდა  უნივერსიტეტის  ვებ-გვერდზე, ხოლო მოხსენებათა კრებული, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, გამო­ქ­ვე­ყ­ნდება და აიტვირთება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.



იხილეთ პროგრამა.

ფოტო გალერეა