სიახლეები

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი „ამბიციური ინტელექტის საზოგადოება 2021“

2021 წლის 12 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, Zoom პლატფორმის საფუძველზე, მუშაობა დაიწყო IV საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესმა „ამბიციური ინტელექტის საზოგადოება 2021“ (IV International Scientific Congress SOCIETY OF AMBIENT INTELLIGENCE 2021), სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე. მან მონაწილეთ გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, მისი მნიშვნელობა და მისი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. საუბარი შეეხო საუნივერსიტეტო დიპლომატიასაც, როგორც მშვიდობის ქართულ პარადიგმა. აღინიშნა, რომ მალე მზის სინათლეს იხილავს მონოგრაფიულად გამოცემული ამ საკითხისადმი მიძღვნილი კვლევა.

კონგრესი, ციფრული ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში, აკადემიური ასოციაციისა და ბიზნესის თანამშრომლობისათვის, ახალი ცოდნის მიღების, ინფორმაციისა და მოწინავე გამოცდილების გაცვლის მიზნით მრავალმხრივი პლატფორმის ორგანიზებას ითვალისწინებს.

სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში ჩართული არიან უკრაინის, ლატვიის, უზბეკეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ისრაელის, პოლონეთის, ყაზახეთის უნივერსიტეტები.

კონგრესი იმუშავებს ამა წლის 16 აპრილამდე და ის წარმოდგენილ იქნება სხვადასხვა სექციებად: ინფორმაციული ტექნოლოგიები და ბიზნეს-ინოვაციები; ბიზნეს-კომუნიკაცია და ლინგვისტიკა; საზოგადოების დიჯიტალიზაცია ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში; სოციალური მუშაობა და ხელოვნური ინტელექტი; ეკოლოგია და საცხოვრებელი სივრცე; მანქანათმშენებლობა და მექანიკური სისტემები.

აღსანიშნავია, რომ სექციურ მუშაობაში სსუ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებიც ღებულობენ მონაწილეობას.

ფოტო გალერეა