სიახლეები

ჟან მონეს მოდული  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ევროკომისიის „ერაზმუსის“ პროექტების ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  პირველად მოიპოვა „ჟან მონეს პროგრამა“ (Jean Monnet Activities – Erasmus+ Programme (ERASMUS) ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH –– პროექტის ნომერი 101083295 -  CSREU).

 ჟან მონეს მოდულის (Jean Monnet Module) 3-წლიანი პროექტის (2022-2025 წწ.) „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“  მენეჯერი და აკადემიური ლიდერია სსუ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე.

 აღნიშნული მოდული ითვალისწინებს სასწავლო კურსს “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საზაფხულო სკოლას „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში“ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ის, ასევე, მოიცავს კვლევებსა და მთელ რიგ ღონისძიებებს ამ მიმართულებით. 

ფოტო გალერეა