სიახლეები

შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ჟან მონეს მოდულის CSREU ფარგლებში

2025 წლის 19 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა  წარმატებულ მეწარმესა და „აქტო ჯგუფის“ გენერალური დი­­რექ­ტორთან, ISO-ს ასოცირებულ აუდიტორ, გიორგი ეზუგბაიასთან (https://acto.ge),  და კომპანია TEGETA HOLDING-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერ, CSR-ის ექსპერტთან, მარიამ ჯაფარიძესთან (www.tegeta.ge).  

გიორგი ეზუგბაია სტუდენტების წინაშე წარსდგა მოხსენებით "თანამედროვე ბიზნესი: გამოწვევე­ბი და სოციალური პასუხისმგებლობა". მან ხაზი გაუსვა თანამედროვე ბიზნესის, როგორც პროგრესის წარმმართველი ძალის, შესაძლებლობებს, ვრცლად ისაუბრა ბიზნესის წინაშე მდგარ  გამოწვევებზე, სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მნიშვნელობაზე და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის მდიდარი გამოცდილების  საფუძველზე  მოახდინა პრაქტიკული მაგალითების დემონსტრირება.

ექსპერტმა მარიამ ჯაფარიძემ ისაუბრა TEGETA HOLDING-ის - საქართველოს უმსხვილესი კომპანი­ების ხუთეულში შემავალი ჰოლდინგის შესახებ. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა ჰოლ­დინ­გის მიერ განხორციელებულ პროექტებზე კორპორაციული პასუხისმგებ­ლობის (CSR) მიმართულებით და სამომავლო გეგმებზე. TEGETA HOLDING-ის  საქმიანობამ და CSR-ის სფეროში გამოცდილებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში - მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. დასასრულს, პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ და სტუდენტებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებს საინტერესო მოხსენებებისა და CSR-ის სფეროში მდიდარი გამოცდილების გაზიარებისთვის.                                                           

შეხვედრა ჩატარდა ERASMUS+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (CSREU) ფარგლებში.

ფოტო გალერეა