სიახლეები

განათლების თანამედროვე პარადიგმები და  საერთაშორისო პროექტები საუნივერსიტეტო განათლებაში

        2025 წლის 16 ოქტომბერს, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და განათლების მეცნიერებათა ფაკუ­ლ­ტე­ტის ინიციატივით,       სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცხრედ გაიმართა სამეცნიერო - პრაქტიკული ხასიათის კონ­ფერე­ნცია „განათლების თან­ა­მე­დ­რო­ვე პა­რა­დი­გმები და საერთაშორისო პროექტების დისემინაცია“.  აღნიშნული ფორუმი წლების მანძ­ი­ლ­ზე, საერთაშორისო ან ეროვნულ დონეზე ტარდება, მი­მ­დი­ნარე წელსაც კონ­ფე­რე­ნციის მუშაობაში საქართველოს თერთმეტი უნივერსიტეტის, სამი სკოლისა და განა­თ­ლე­ბის მიმართულების ორი  არასამთავრობო ორგანიზაციის მომხსენებლები იყვნენ ჩართულნი.  

      კონფერენეცია გახსნა და მომხსენებლებს წარმატებული სამუშაო დღე  უსურვა სო­ხუ­მის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეიტინგული მაჩვენებლების აუცილე­ბ­ლობას და საერთაშორისო კვლევით აქტიურობას უნივერსიტეტების რეიტინგულ სის­ტე­მაში. მონაწილეებს მიესალმნენ, სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დე­პა­რ­ტა­მე­ნტის  უფროსი, პროფესორი ლია ახალაძე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ზურაბაშვილი, ილიას სახე­ლ­მ­წიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მალაზონია, განათლების მეცნიერებათა ფა­კუ­ლტეტის დეკანი, პროფესორი თამარ შინჯიაშვილი.

      კონფერენცია პლენარულ სესიის შემდეგ  გაგრძელდა სესიების  ფორმატში:

- N1 სესია - საერთაშორისო პროექტები საუნივერსიტეტო განათლებაში;

N2 სესია - ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესში;

N 3 სესია - განათლების მეცნიერებანი: განათლების პოლიტიკა,  განათლების ისტორიია,  განათლების ფსიქოლოგია, ინკლუზიური განათლება;  

N4  სესია   - განათლების მეცნიერებანი: მათემატიკის სწავლების მეთოდიკა;

N5  - სესია განათლების მეცნიერებანი:  ზოგადი მეთოდიკების სექციური მუშაობა. სულ წაკითხული იქნა 48 მოხსენება.

    კონფერენციის მოკლე შინაარსები (აბსტრაქტები) ქართულ და ინგლისურ ენებზე აიტვირთება უნივერსიტეტის ღია ციფრულ რეპოზიტორიუმში, ხოლო რეკომენ­დი­რე­ბული მოხსენებების ერთი ნაწილი პლაგიატისა და რეცენზირების გავლის შემდეგ გამოქვეყნდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში, რომლის თითოეულ სტატიას მინიჭებული აქვს DOI-ის ციფრული იდენტიფიკატორი და ისიც ატვირთული იქნება ღია ციფრულ რეპოზიტორიუმში. 

ფოტო გალერეა