სიახლეები

საჯარო ლექცია: აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური „ისტორიკოსთა ლიგის“ ინიციატივით აფხაზეთის კულტურის ძეგლების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა.

ლექციას უძღვებოდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გონელი არახამია და ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე.

შეკრებილ აუდიტორას მიესალმნენ და საჯარო ლექცია შესავალი სიტყვით გახსნეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მერაბ ნაჭყებიამ და ისტორიკოსთა ლიგის პრეზიდენტმა გიორგი შენგელიამ, რომლებმაც ისაუბრეს მსგავსი საჯარო ლექციების მნიშვნელობასა და როლზე სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისა და ზოგადად ცოდნის გაფართოების საკითხში. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუდენტ ისტორკოსთა ლიგას აქტიური საქმიანობისთვის.

პროფესორმა გონელი არახამიამ ისაუბრა ქართული კულტურის კერებზე აფხაზეთში და აფხაზეთის ხელნაწერებზე, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბიჭვინთის იადგარს, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საისტორიო წყაროს საქართველოს ისტორიაში.

საჯარო ლექციის მეორე ნაწილში ასოც. პროფესორმა ლია ახალაძემ ისაუბრა აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების ყველა ჯგუფზე. მათ შორის: საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, ისტორიული მნიშვნელობის წარწერებზე, ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე, აფხაზეთში აღმოჩენილ ნუმიზმატიკურ ერთეულებზე, აფხაზთა სამეფოს წერილობით კულტურაზე და ა. შ.

დასასრულს სსუ-ის სტუდენტ ისტორკოსთა ლიგის პრეზიდეტმა, გიორგი შენგელიამ საინტერესო ლექციისთვის მადლობა გადაუხადა მომხსნებლებს და ლიგის მომავალი ღონისძიებები დააანონსა.

ფოტო გალერეა