სიახლეები

ღია კარის დღე განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2020 წლის 3 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიე­რე­ბათა ფაკულტეტზე აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა.  დაგეგმილ შეხვედრას აქტიურად გამოეხმაურნენ თბილისის 145-ე, 87-ე, 61-ე 26-ე, რუსთავის მე-17 და 22-ე საჯარო სკოლების, სიღნაღის ნუკრიანის პირველი საჯარო სკოლის, ზესტაფონის საზანოს, სამტრედიის, საჩხერის საჯაროს სკოლების, ასევე  ქართულ-იტალიური სკოლა „ცისკარისა“ და კერძო სკოლა „აისის“ სკოლების მე-12 კლასელები, დირექტორები და მასწა­ვლებლები 

მონაწილეებს მიესალმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია გააცნო უნივ­ე­რ­სიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სსუ-ს განსაკუთრებულ მისიას, ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების მიმდინარე ეტაპზე. სსუ არ არის მხოლოს სასწავლო და კვლევითი საგანმა­ნა­თ­ლე­ბლო დაწესებულება, ის არის საუნივერსიტეტო ჰაბი, რომელიც მუ­შაობს  ჩვენი სა­ზო­გა­დოებისათვის უმნიშვნელოვანესი და ძალზე მტკივნეული საკითხების დარე­გუ­ლი­რებაზე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ ისაუბრა იმ  გამოწვევებზე, რომელთა დაძლევა მოუხდა უნივერსიტეტს შექმნილ ვიტარებაზში, ხაზი გაუსვა იმ სერვისებს, რომელიც უნივერსიტეტს შეუ­ძ­ლია შესთავაზოს აბიტურიენტებს.

ღია კარის დღის მონაწილეებს მისალმა სსუ საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და მედიის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. კახა კვაშილავა, რომელმაც ისაუბრა იმ პრიორი­ტე­ტებზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიეტმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ  შე­ხ­ვე­დ­რის მონაწილეებს  უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები გააცნო, ისაუბრა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამებზე და ამ  პროგრამებში ჩართული აკადემიური პერსონალის ეროვნულ და საერ­თა­­შორისო აკადემიურ სისტემაში ჩართულობაზე, მათ სამეცნიერო პოტენციალზე და ავტო­რიტეტზე ცალკეულ დარგებში. განსაკუთრეული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის მიერ აკადემიური პერსონალის განვითარების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, საერთაშორისო პროექტებს, რომლებშიც აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებიც მონაწილეობენ, გაცვლით პროგრამებს საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურის სტუდენტთა მობილობისათვის  ევროპის ქვეყნებში.

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. თამარ შინ­ჯი­აშვილმა დაწვრილებით ისაუბრა ფაკულტეტზე არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიულ პროგრამებზე.  ხაზგასმით აღინიშნა მასწავლებლის მომზა­დე­ბის დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, რომე­ლ­საც აქვს როგორც  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილები, ასევე ადგილები თვითდაფინანსებით. იგივე ვითარებაა  მასწავლებლის მომზადების ერთწლიან  საგანმანა­თ­ლე­ბლო პროგრამაზე. ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა ამზადებს I-IV კლასის ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელს, ხოლო  V-VI კლასიდან არჩევით ზემოთ­დ­ა­სა­ხე­ლებული მოდულებიდან ერთ - ერთის, ან საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელს.

ღია კარის დღის მონაწილეებს მისალმენენ განათლების ფაკულტეტის სასწავლო პრო­ცე­სის მართვის სპეციალისტი  ასოც. პროფ. რუსუდან  ფიფია,  ჰუმანიტარულ მეცნიერე­ბა­თა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო მაშია და სხვები.

შეხვედრის მონაწილეების მხრიდან  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ფაკ­უ­ლ­ტეტს მადლობა გადაუხადეს რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორმა ნელი ლი­ქო­კე­ლმა, მასწავლებელმა მაკა თეთრუაშვილმა, სიღნაღის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბახტურიძემ, ქართულ-იტალიური სკოლის  მასწავლებელმა და სსუ მოწვეულმა ლექტორმა  მაია ფირჩხაძემ და სხვებმა.

შეხვედრა არ აღმოჩნდა მხოლოდ ღია კარის დღე, დაიგეგმა სოხუმის სახელმწიფო უნი­­ვერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივები მონაწილე სკოლებთან, როგორც სას­წა­ვ­ლო-მეთოდიკური ინოვაციების გაცვლის, ასევე სამეცნიერო კონფერენციებში, საჯარო ლექ­ც­ი­ებისა და სხვა სახის ღონისძიებებში ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით.

დასასრულს შეხვედრის მოდერატორმა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დე­კა­ნმა ლია ახალაძემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის  თითოეულ მონაწილეს, ერთიან ეროვ­ნულ გამოცდებზე  წარმატებები  უსურვა აბიტუ­რი­ე­ნ­ტებს და აღნიშნა  012 არის სოხუ­მის სა­ხე­ლმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც არის  საქართველოს  ხმა  საერთაშორისო საზოგა­დო­ე­ბრიობისადმი, რაც ნიშნავს, ჩვენ ვამზადებთ ევროპულ საგანმანათლებლო ღირებულებებზე ორიენტირებულ სპეციალისტებს საქართველოსთვის, მაშასა­და­მე აფხა­ზე­თისთვის, ცხინ­ვა­ლი­სთვის  და არასოდეს ვამბობთ უარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ფოტო გალერეა