სიახლეები

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

17 მარტს,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრის მიზანი იყო მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კონტექსტში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებზე, მოსაზრებათა ურთიერთგაზიარება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან.

შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემაზე და  ამ პრობლემის დაძლევის შესაძლებლობებზე. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივაზე.

სტუმრები დაინტერესდნენ პროფესორ ზურაბ ხონელიძის ნაშრომით „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ და მის მიერ შემოთავაზებული, განათლების პოლიტიკის ახალი მიმართულებით - „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც მშიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა და  კონფლიქტის მოგვარების ახალი ხედვა,  საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქალბატონი დალილა ხორავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი, ღირსების ორდენის კავალერი, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ პრეზიდენტი.

 

ფოტო გალერეა