news

2023 წლის 8 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობისქვეპროგრამის - „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერაფარგლებში, ახალ უმაღლეს სასწავლებელში შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სტუდენტებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.

ქვეპროგრამის კოორდინატორი, პროფ. ინდირა ძაგანია, ქვეპროგრამის მონაწილეები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, პროფესორი გუგული მაღრაძე, ფსიქოლოგები ნათია ჭოჭუა და ირმა შომახია შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თამარ გარდაბხაძეს და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის უფროსს, პროფესორ ნანა ციხისთავს. პროფ. . ძაგანიამ ისაუბრა ქვეპროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე. პროფ. გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა სტუდენტებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას. რექტორმა, პროფ. . გარდაბხაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ მზად არის სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური სერვისის მიწოდებაზე იზრუნოს.

ამის შემდეგ ნათია ჭოჭუამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა. მან ისაუბრა ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტისფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიდა ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგებზე - სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებზე, ფსიქოლოგიური ცენტრებისადმი მათ დამოკიდებულებასა და მოლოდინებზე.

საკითხმა დამსწრე საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ფსიქოლოგმა, პროფესორმა ნინო ცერცვაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების არსებობა


                                                                                საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახური

Photo gallery